Skip to Content

გამოყენების პირობები

უწყვეტი ტექნიკური ინოვაციებისა და შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ცვლილებების გამო ჩვენ პერიოდულად ვცვლით ან ვავსებთ ვებგვერდით სარგებლობის წინამდებარე პირობებს. მიუხედავად ამისა, ვთხოვთ მომხმარებლებს, გადახედონ მოცემულ სარგებლობის პირობებს ამ ვებგვერდზე ყოველი შესვლის წინ და გაითვალისწინონ ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება.   

შესავალი წინამდებარე ვებგვერდს წარმოადგენს კომპანია Henkel AG & Co. KGaA, Henkelstrasse 67, 40589 დიუსელდორფი, გერმანია. ინფორმაცია კომპანია  AG & Co. KGaA (შემდგომში -  «Henkel»)-ის,  Henkel-ის ფილიალებისა და მესამე მხარეების შესახებ საიტზე გროვდებოდა მაქსიმალურად გულდასმით. თუმცა, ჩვენ ვერ ვიძლევით ინფორმაციის სისრულისა და სარწმუნობის გარანტიას. Henkel არ არის პასუხისმგებელი ამ საიტის შინაარსში არსებულ რაიმე სახის შეცდომებზე. საპროგნოზო განცხადებები საიტზე გაკეთებულია ჩვენს ხელთ არსებული ცნობების თანახმად. მაგრამ კომპანია Henkel-ის მიერ მიღწეული ფაქტობრივი შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებისგან, რადგან ისინი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც კონკურენტული და მაკროეკონომიკური ხასიათისაა, და რომლებიც რიგ შემთხვევებში არ ექვემდებარება Henkel-ის კონტროლს. საპროგნოზო განცხადებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეულახავად, კომპანია Henkel არ აპირებს წინამდებარე ვებგვერდზე მოცემული ყველა საპროგნოზო განცხადების მუდმივად განახლებას.

ამ საიტზე შესვლით თქვენ იღებთ შეზღუდვების გარეშე და უპირობოდ ვებგვერდით სარგებლობის შემდეგ ზოგად პირობებს, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ ან ამობეჭდოთ.

წინამდებარე ვებგვერდი და მასზე არსებული ინფორმაცია არ არის განკუთვნილი და დამტკიცებული ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ან აშშ-ის მოქალაქეების ან რეზიდენტების მიერ გამოყენებისთვის. აღნიშნულ პირებს ვთხოვთ, ისარგებლონ  HENKEL-ის ადგილობრივი ვებგვერდით ან კომპანია HENKEL-ის ფილიალების ვებგვერდებით აშშ-ში.

ვებგვერდით სარგებლობის საერთო პირობები

1. კანონი საავტორო უფლების შესახებ

ჩვენი საიტის გვერდები (შიგთავსი, სტრუქტურა) დაცულია საავტორო უფლებით. კერძოდ, ყველა კვლავწარმოება, ადაპტაცია, თარგმანი, მასალების შენახვა და დამუშავება მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში , ელექტრონული საშუალებებით შენახვისა და დამუშავების ჩათვლით, დაცულია საავტორო უფლებებით. ზემოაღნიშნულის სრულად ან ნაწილობრივ განსახორციელებლად საჭიროა  Henkel AG & Co. KGaA -ის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ინფორმაციის ან მონაცემების ნებისმიერი კვალვწარმოებისთვის, კერძოდ, ტექსტების ან მათი ნაწილის ან გამოსახულებების გამოყენებისთვის (Henkel)ის პრესის ფოტოების გარდა )  ან ნებისმიერი სხვა გამოყენებისთვის ან გავრცელებისთვის საჭიროა  Henkel-ის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ინფორმაციის გავრცელების და კვლავწარმოების უფლება ეკუთვნის  Henkel-ს.
 Henkel-ის პრესის ფოტოები  შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ სარედაქციო მიზნებით.  Henkel-ის პრესის ფოტოებს, რომელთა კვლავწარმოებაც ხდება და.ან რომლებიც იცვლება ელექტრონული სახით სარედაქციო მიზნებისთვის, უნდა ჰქოდეს შეტყობინება საავტორო უფლებების შესახებ  «© [Year] Henkel AG & Co. KGaA. ყველა უფლება დაცულია». გადაბეჭდვა უფასოა, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება ასლი ჩვენი არქივისთვის.

© 2017 Henkel AG & Co. KGaA, დიუსელდორფი. ყველა უფლება დაცულია.

2. სავაჭრო ნიშნები

Henkel-ის ოვალური ლოგოტიპი და სლოგანი "Henkel-სრულყოფილება - ჩვენი ვნებაა" და პროდუქციის ყველა სახელწოდება და /ან მისი გაფორმება ამ გვერდებზე წარმოადგენს კომპანია Henkel AG & Co. KGaA-ის, მისი შვილობილი საწარმოების, ფილიალების ან ლიცენზიარების რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნებს. ამ სავაჭრო ნიშნების მებისმიერი არასანქცირებული ან არამართლზომიერი გამოყენება კატეგორიულად იკრძალება და წარმოადგენს სავაჭრო ნიშნების შესახებ კანონის, საავტორო უფლების შესახებ კანონის, ინტელექტუალურ საკუთრებაზე სხვა უფლებების ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევას.  

3. მესამე მხარეების ვებგვერდებზე პასუხისმგებლობაზე უარი

ა. ამ საიტის გვერდებზე არის მითითებები (ანუ, ჰიპერმითითებები) სხვა ვებგვერდებზე, რომლებიც ეკუთვნის მესამე მხარეებს და რომლების შინაარსიც უცნობია კომპანია Henkel-თვის. Henkel. უბრალოდ გთავაზობთ წვდომას  ამ ვებგვერდევზე და არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსზე (შიგთავსზე) .  ჩვენი მითითებები მესამე მხარეების ვებგვერდებზე განკუთვნილია თქვენი ნავიგაციის გასამარტივებლად. იმ გვერდებზე არსებული განცხადებები, რომლებზეც თქვენ ხვდებით ბმულზე გადასვლისას, ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ ღიად ვემიჯნებით ნებისმიერი და ყველა გვერდის მთელ შიგთავსს, რომელთა ბმულებიც წარმოდგენილია ჩვენს ვებგვერდებზე. კერძოდ, ჩვენ არ გვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა კანონის დებულებების ან მესამე პირების უფლებების დარღვევის გამო, რომლებიც ხდება ამგვარ ვებგვერდებზე.   

ბ. იმ ვებგვერდებისთვის, რომლებზეც ხელმისაწვდომია ჰიპერბმულები Henkel-ის საიტზე, ამ საიტების მფლობელებს ეკისრებათ ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ამგვარი გვერდების შიგთავსზე, ასევე მათზე შემოთავაზებული პროდუქციის გაყიდვაზე და შესაბამისი შეკვეთების დამუშავებაზე.   

გ. Henkel არ არის პასუხისმგებელი საავტორო უფლებების დარღვევაზე, სავაჭრო ნიშნებზე უფლებების დარღვევაზე ან სხვა ინტელექტუალურ საკუთრებასა და საიმიჯო უფლების დარღვევაზე იმ გვერდებზე, რომლებთან წვდომაც შესაძლებელია ჰიპერბმულებით.  

დ. დადგენილების ან სხვა კანონიერი განცხადების არსებობის შემთხვევაში გარიგებებთან დაკავშირებით კონტრაქტი იდება მხოლოდ მომხმარებელსა და შესაბამისი ვებგვერდის მფლობელს შორის ან შემთავაზებელ მხარესა ან წარმომადგენელს შორის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - Henkel-სა და  მომხმარებელს შორის. გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამისი მიმწოდებლის საქმიანობის ზოგად პირობებს ვებგვერდებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ჰიპირბმულების მეშვეობით.

ე. წინამდებარე უარი უფლებებზე მოქმედია ყველა ბმულისთვის henkel.com ვებგვერდზე და იმ საიტების მთელი შიგთავსისთვის, რომლებზეც მომხმარებელი  ამ ბმულებით ხვდება.

4. ზოგადი უარი პასუხისმგებლობაზე

Henkel-ის ნებისმიერი პასუხისმგებლობა იმ ზიანის გამო, რომელიც მიყენებულია წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობის შედეგად, მიუხედავად კანონიერი საფუძვლისა, სამართალდარღვევის ჩათვლით - შემოიფარგლება ზარალით, რომელიც მიყენებულია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩნდება Henkel-ის სავალდებულო პასუხისმგებლობა ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის შედეგად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის საერთო თანხა შემოიფარგლება პროგნოზირებადი ზარალით. ეს გავლენას არ მოახდენს Henkel-ის ვალდებულებებზე  მოცემული კანონების მიხედვით პასუხისმგებლობის შესახებ გამოშვებული პროდუქციის ხარისხის გამო ან გაცემულ გარანტიებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის შეზღუდვები არ გამოიყენება ტრავმების, ადამიანის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში.    

Henkel დიდ ძალისხმევას მიმართავს ვირუსების აღსაკვეთად თავის ვებგვერდებზე, თუმცა, ჩვენ ვერ მოგცემთ მათი არარასებობის გარანტიას. სწორედ ამ მიზეზით გირჩევთ გამოიყენოთ სიფრთხილის ზომები, რათა უზრუნველყოთ შესაბამისი დაცვა ვირუსებისგან (მაგ. კომპიუტერული ვირუსების ძიების პროგრამების გამოყენება) დოკუმენტებისა და მონაცემების ატვირთვამდე.

Henkel არ იძლევა არც მომსახურების მტყუნების ან შეცდომების არარსებობის გარანტიას, რომლებსაც გთავაზობენ Henkel-ის ვებგვერდზე, არც მათი არსებობის.  

5. პროგნოზები და განცხადებები განზრახვების შესახებ

საპროგნოზო განცხადებები საიტზე გაკეთებულია ჩვენს ხელთ არსებული ცნობების თანახმად. მაგრამ  კომპანია Henkel-ის მიერ მიღწეული ფაქტობრივი შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ამგვარი საპროგნოზო განცხადებებისგან, რადგანაც ისინი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც კონკურენტული და მაკროეკონომიკური ხასიათისაა და რიგ შემთხვევაში არ ექვემდებარება Henkel-ის კონტროლს. საპროგნოზო განცხადებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეულახავად, კომპანია Henkel არ აპირებს წინამდებარე ვებგვერდზე მოცემული ყველა საპროგნოზო განცხადების მუდმივად განახლებას.

6. Henkel-ის პროდუქცია

ამ ვებგვერდზე ნაჩვენები სავაჭრო მარკები/ პროდუქცია კომპანია Henkel-ს მთელს მსოფლიოში აქვს, კომპანია Henkel არ იძლევა გარანტიას, რომ აღნიშნული სავაჭრო მარკები/პროდუქცია თქვენს ქვეყანაშიც არის.  

სხვა დებულებები

მოხმარების ზოგადი პირობები ექვემდებარება და შედგენილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის თანახმად გაერო-ს კონვენციის გათვალისწინების გარეშე "საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების შესახებ', რომლის გამოყენებაც ამ მოხმარების ზოგად პირობებთან  მიმართებითაც კატეგორიულად გამორიცხულია/ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მოცემულ ვებგვერდთან დაკავშირებული დავების განხილვის ადგილია დიუსელდორფი, გერმანია. თუკი მოცემული მოხმარების ზოგადი პირობების რომელიმე დებულება არის ან ხდება ბათილი, ეს გავლენას არ მოახდენს დანარჩენი დებულებების ნამდვილობაზე.