Skip to Content

პერვოლი - ფერისა და ქსოვილის აღდგენის ეფექტი

იყავით გამორჩეული ხასხასა ფერსა და საუკეთესო ფორმაში

პერვოლი სარეცხი გელი “Fibrex-tech” ფორმულით ზრუნავს თქვენს სამოსზე და თავიდან აგაცილებთ ქსოვილის გახუნებულ ფერსა და დაკარგულ ფორმას რეგულარული გამოყენებისას.

ფორმულა Fibrex-tech** ქსოვილის ფერის აღდგენის ეფექტით სპეციალურად შემუშავდა სამოსის აქტიურად მოვლისა და თქვენი ნივთების თავდაპირველი სილამაზის შენარჩუნებისთვის რეცხვიდან რეცხვამდე. ის არა მხოლოდ სათუთად რეცხავს ჭუჭყს, არამედ შესანიშნავად ზრუნავს თქვენს სამოსზე ორი საკვანძო მიმართულებით:

1. ინტენსიური ფერი

  • იცავს ფერის სიმკვეთრეს, ხელს უშლის საღებავის გადასვლას რეცხვის დროს.

პერვოლის საშუალებები თავის შემადგენლობაში შეიცავს აქტიურ კომპონენტს, რომელიც რეცხვის პროცესში ბლოკავს ხსნარში გარდამავალ საღებავის მოლეკულებს, ხელს უშლის მათ გადასვლას ერთი ფერადი ნივთიდან მეორეზე.

  • ასწორებს ხორკლიან ბოჭკოებს სინათლის ოპტიმალურად ასახვისთვის.

ენზიმების სპეციალური კომპლექსი პერვოლის საშუალებების შემადგენლობაში შერჩევით ურთიერთქმედებს ცელულოზის მოლეკულებთან ქსოვილის ბოჭკოების შემადგენლობაში, ამცირებს სორსლებისა და რაოდენობას  ქსოვილზე რეცხვიდან რეცხვამდე.

2. ქსოვილის სიმტკიცე

  • უნარჩუნებს ქსოვილს სიმტკიცეს.

სპეციალურად შემუშავებული ფორმულის წყალობით პერვოლი სათუთად ურთიერთქმედებს ქსოვილის ბოჭკოებზე რეცხვისას სარეცხ ფხვნილთან შედარებით. ფხვნილისგან განსხვავებით პერვოლი თავის შემადგენლობაში შეიცავს გაცილებით ნაკლებ არაორგანულ მარილსა და მინერალურ კომპონენტს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ქსოვილის სიმტკიცეზე და, შედეგად, თქვენი ნივთების ფორმაზე.

*მოცემული ეფექტი დამტკიცებულია ჰენკელის შიდა გამოცდით, რომელიც ჩატარდა 2017 წლის აგვისტოში დიუსელდორფში შპს "ჰენკელ რუს"-ის წარმოების სარეცხ ფხვნილთან შედარებით. გამოცდის დროს ქსოვილის რამდნეიმე ტიპი (ბამბა, ვისკოზა, პოლიესტერი, ბამბისა და პოლიესტერის ნარევი) 10-ჯერ გაირეცხა საშუალების სტანდარტული დოზირებით. ამის შემდეგ განისაზღვრა ქსოვილის სიმტკიცე ქსოვილის ელასტიკურობასა და გახევაზე. შედეგებმა აჩვენა, რომ პერვოლი, სარეცხი ფხვნილისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქსოვილის სიმტკიცეზე და ამით ეხმარება თქვენს ნივთებს თავდაპირველი სილამაზის შენარჩუნებაში.

**ფიბრექს-ტეკი

ყოველთვის დაიცავით ნაწარმის იარლიყზე მითითებული რეცხვის რეკომენდაციები. გამოიყენეთ პერვოლი, როგორც რეცხვის ძირითადი საშუალება. ჩაასხით პერვოლი სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში.

მანქანით რეცხვა (რბილი და ნორმალური წყალი)

  • 60 მლ: მსუბუქი გაჭუჭყიანება
  • 90 მლ: საშუალო გაჭუჭყიანება
  • 120 მლ: ძლიერი გაჭუჭყიანება


ხელით რეცხვა

  • 40 მლ 5 ლიტრზე

სხვა პროდუქტები

გაეცანით სხვა პროდუქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს თქვენი ნივთების დელიკატურ მოვლას

  • შალი და აბრეშუმი

  • პერვოლი არომა - ზრუნვა

  • ფერისა და ქსოვილის აღდგენის ეფექტი

  • ფერისა და ქსოვილის აღდგენის ეფექტი

  • პერვოლი - ზრუნვა და აღდგენა