ცოტა ქსოვილია ისეთი ბრწყინვალე, როგორც აბრეშუმი. მსუბუქად ჩამოფენილი, ნატიფად მოციმციმე ქსოვილისგან განსაკუთრებით ლამაზი ზედატანები და თავსაფრები მზადდება. აბრეშუმი მხოლოდ შთამბეჭდავი როდია: ის ზაფხულში გრილი, ზამთარში კი თბილია. ფაქიზი ბუნებრივი ბოჭკოს ერთ-ერთი ნაკლი ის არის, რომ მისი გასუფთავება გარკვეულწილად უფრო რთულია, ვიდრე ბამბის ან სინთეზური ქსოვილების. ამ გზამკვლევში გაეცნობით ყველაფერს აბრეშუმის სათანადო ფაქიზი გასუფთავების შესახებ იმისთვის, რომ ბოჭკოებმა შთამბეჭდავი ბრწყინვალება დიდი ხნით შეინარჩუნოს.
ეტიკეტზე მითითებულია, ტანსაცმელი წმინდა აბრეშუმისგან არის დამზადებული თუ ბოჭკოები შერეულია აბრეშუმის შიგთავსთან. აბრეშუმის ტიპური ქსოვილებია შიფონი, ორგანზა, სატინი, ტაფტა და ბურეტის აბრეშუმი. ამ ქსოვილებიდან ზოგიერთი ხელოვნური აბრეშუმისგანაც შეიძლება იყოს დამზადებული. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ტანსაცმლის მასალის შემადგენლობას. შემდეგი მითითება შეეხება აბრეშუმისგან ან აბრეშუმის შიგთავსისგან დამზადებულ ყველა ქსოვილს: მოარიდეთ ძალიან მაღალ ტემპერატურას. აბრეშუმის ქსოვილი აბრეშუმის ჭიის პარკისგან მიიღება; თმის მსგავსად ის შედგება ცილისგან, ზედმეტად მაღალი ტემპერატურა კი მას აზიანებს. ამას გარდა, ფაქიზი ბუნებრივი ბოჭკო კარგად ვერ ეგუება სუნამოს, დეზოდორანტს, ოფლსა და უშუალო მზის სხივებს.
აბრეშუმის ტანსაცმელზე გადახედეთ ეტიკეტს მოვლისთვის, რომ შეიტყოთ, როგორ შეიძლება გაირეცხოს ის ან სჭირდება თუ არა ქიმწმენდა. ამას გარდა, კარგი იქნება, ჩაატაროთ ფერის ტესტი. ამისთვის ჩაუშვით ბამბის ბურთულა წყალში, რომელშიც გახსნილია ფაქიზი სარეცხი საშუალება მცირე დოზით. შემდეგ ფრთხილად შეახეთ ბამბის სველი ბურთულა ნაკერს, რომელიც არ ჩანს. თუ ფერი ბამბის ბურთულაზე დარჩება, უმჯობესია, სახლში გარეცხვის ნაცვლად ტანსაცმელი ქიმწმენდაში წაიღოთ.
აბრეშუმი შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ, თუ ფაქიზ ციკლს აირჩევთ. ტანსაცმლის ეტიკეტი მოვლისთვის მითუთიებს რეცხვის დასაშვებ ტემპერატურას. ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ 30°C-ს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ მსუბუქი სარეცხი საშუალება, რომელიც შესაფერისია კონკრეტულად აბრეშუმისთვის, მაგალითად, Perwoll შალი და აბრეშუმი. ის არა მხოლოდ ბოჭკოებს ასუფთავებს, არამედ უზრუნველყოფს მოვლას იმისთვის, რომ აბრეშუმის ქსოვილმა სილამაზე უფრო დიდი ხნით შეინარჩუნოს.
შემდეგი მითითება შეეხება ხელით რეცხვას: ღია ფერის აბრეშუმი ირეცხება ნელთბილ წყალში, მუქი ან ნატიფად ნაბეჭდი აბრეშუმი კი — ცივში. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია შესაფერისი სარეცხი საშუალება. ჩალბობისას ტანსაცმელი მუდმივად უნდა ამოძრაოთ, თუმცა ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან სველი აბრეშუმი განსაკუთრებით ფაქიზია. მაქსიმუმ ხუთი წუთის შემდეგ აბრეშუმი აბაზანიდან ისევ უნდა ამოიღოთ და ცივ სუფთა წყალში გაავლოთ.
აბრეშუმის ქსოვილიდან ლაქების მოცილებისას ყველაზე მნიშვნელოვანია, სამოსი ყოველთვის მთლიანად გარეცხოთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქსოვილზე წყლის ლაქები დარჩეს. არცერთ შემთხვევაში არ მიაკაროთ აბრეშუმის ქსოვილს მათეთრებელი ან ლაქების მოსაცილებელი ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ქსოვილი. ასევე, მოერიდეთ ლაქის სრესას, რადგან ეს დააზიანებს აბრეშუმს და შეიძლება ამ ადგილზე ქსოვილი გააღიავოს. ძალიან დიდი ან მუქი ლაქების შემთხვევაში გირჩევთ, ტანსაცმელი ქიმწმენდაში წაიღოთ.
საშრობში არსებული ტემპერატურა აბრეშუმისთვის ძალიან მაღალია, ამიტომ ის ჰაერზე უნდა გააშროთ. გარეცხვის შემდეგ ტანსაცმელი მშრალ პირსახოცზე უნდა მოათავსოთ, ფრთხილად დაგრაგნოთ და მსუბუქად მოუჭიროთ. არასდროს გადაგრიხოთ ან თუნდაც გაწუროთ პირსახოცი და აბრეშუმი. გაშრობის წინა პროცედურის შემდეგ გაშალეთ პირსახოცი, ამოიღეთ ტანსაცმელი და გააშრეთ მეორე პირსახოცზე. დარწმუნდით, რომ სამოსს არ ხვდება მზის სხივები უშუალოდ.
ეტიკეტი მოვლილისთვის მოიცავს ინფორმაციას, შეიძლება თუ არა ტანსაცმლის გაუთოება და უთოს ტემპერატურის რომელ დონეზე. ზოგადად: აბრეშუმის ქსოვილები ყოველთვის შიდა მხრიდან გააუთოვეთ ისე, რომ წყალი არ მოასხუროთ, როგორც ბამბის ან სელის ქსოვილების შემთხვევაში მოიქცეოდით.