როგორ იცავს Perwoll ქსოვილს მოთელვისა და გახუნებისგან იმისთვის, რომ თქვენი ტანსაცმელი დიდი ხნის მანძილზე ახალივით გამოიყურებოდეს
სამოსისთვის მოთელვა და გახუნება დიდად სასურველი არ არის. რომ გაგვეგო, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ტანსაცმელი დიდი ხნის მანძილზე ახალივით გამოიყურებოდეს, ჩვენ გავესაუბრეთ ქსოვილების განხრით Perwoll-ის ექსპერტებს და ვკითხეთ:
- რას გულისხმობს ბუსუსების გაჩენა და გახუნება?
- როგორ იცავს Perwoll — ფერისა და ქსოვილის აღდგენის ეფექტის პროდუქტები ქსოვილს ბუსუსების გაჩენისა და გახუნებისგან?
- კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ტანსაცმელმა მაქსიმალურად დიდხანს გაძლოს?
გთავაზობთ პასუხებს:
შესაძლოა, ერთი შეხედვით, კავშირი სუსტი მოგეჩვენოთ, თუმცა სინამდვილეში გახუნებასა და ბუსუსების გაჩენას ბევრი საერთო აქვს. განვიხილოთ უფრო დეტალურად:
ბუსუსების გაჩენა
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „რა არის ეს გამაღიზიანებელი ღინღლი ჩემს სვიტერზე?“ — ბუსუსების გაჩენა (პილინგი) არის შემთხვევა, როცა ქსოვილის ზედაპირზე კვანძები წარმოიქმნება, რაც ზედაპირს უხეშ ელფერს სძენს. ეს ორი ძირითადი მიზეზით ხდება:
1. ბუნება
მეტნაკლებად ყველა ქსოვილი ბუსუსდება. უმეტესად ამას განაპირობებს თავად ქსოვილის ფიზიკური თავისებურებები. როგორც წესი, შედარებით გრძელი ბოჭკოების შემცველ ქსოვილებს ნაკლები დაბოლოება აქვს, შესაბამისად, ნაკლები ღინღლი აჩნდება. მოქსოვილ ტანსაცმელს, განსაკუთრებით, განივრად მოქსოვილს, შედარებით მოკლე ბოჭკოები აქვს და ნართების კვეთის წერტილებს შორის სივრცე რჩება, ამიტომ ადვილად შეიძლება დაზიანდეს.
2. მოვლა
ტანსაცმლის მოვლა მეორე ძირითადი ასპექტია. მარტივად რომ ვთქვათ: რაც უფრო მეტ ხახუნს განიცდის სამოსი, მით უფრო მაღალია რისკი, რომ კვანძები ან ბუსუსები გაჩნდეს. ეს კი მარტივად ხდება — ყოველთვის, როცა მოძრაობთ, სეირნობთ ან ტანსაცმელს ეხებით, გარკვეულ ხახუნს იწვევთ. ამას გარდა, პრობლემის გაუარესება სარეცხ მანქანასა და საშრობში ძლიერ რხევასაც შეუძლია.
გახუნება
სამოსის რამდენჯერმე ჩაცმის შემდეგ ალბათ შეამჩნევდით, რომ ტანსაცმლის ფერი წინანდელთან შედარებით უფრო მქრქალად გამოიყურება. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
1. ფერის დაკარგვა
ხშირმა რეცხვამ, განსაკუთრებით, მაღალ ტემპერატურაზე, შესაძლოა ფერის გასვლა გამოიწვიოს. ამას გარდა, ზოგიერთი ქსოვილი განსაკუთრებით რთულად ინარჩუნებს ფერს. მაგალითად, ბუნებრივი ბოჭკოები, როგორიცაა ბამბა, როგორც წესი, არ არის ისეთი ფერგამძლე, როგორც სინთეზური ქსოვილები.
2. ბუსუსების გაჩენა
ბუსუსების გაჩენით გამოწვეული გახუნება? ყველაფერი ფიზიკის კანონებით ხდება! ფერადი ქსოვილები საუკეთესოდ გამოიყურება, როცა ბოჭკოებს იდეალურად ბრტყელი ზედაპირი აქვს და სინათლეს საუკეთესოდ აირეკლავს. ზემოაღნიშნული ბუსუსების გაჩენა არა მხოლოდ ნასკვებს წარმოქმნის, არამედ ქსოვილიდან გამოშვერილი ბოჭკოების დაბოლოებებსაც შლის. ბოჭკოების ეს დაბოლოებები განაპირობებს ჩამოტყორცნილი სინათლის გაფანტვას, გარდატეხასა და სხვადასხვა მიმართულებებით არეკვლას. ჩვენ ამ ქსოვილებს გახუნებულად აღვიქვამთ, უფრო ზუსტად, ისე ჩანს, თითქოს ნაცრისფერი შეფერილობა დაკრავს.
კარგი შეკითხვაა! როცა საქმე ბუსუსების გაჩენასა და გახუნებას ეხება, Perwoll ფერისა და ქსოვილის აღდგენის ეფექტი, თავისი ინოვაციური ფორმულით, ერთდროულად ორ უპირატესობას გვთავაზობს: ერთი მხრივ, Repair Complex ხელს უწყობს დაშლილი ბოჭკოების მოცილებას და ბოჭკოების დაზიანების გასწორებას — მბრწყინავი ზედაპირებისთვის და სინათლის ოპტიმალური რეფრაქციისთვის. ეს ქსოვილს არა მხოლოდ ბუსუსების გაჩენისგან დაიცავს, არამედ სიკაშკაშესაც შემატებს და უფრო ინტენსიურ ფერს შესძენს. მეორე მხრივ, ფორმულაში არსებული სპეციალური პოლიმერები ხელს უშლის გაუფერულებას რეცხვის დროს და, შესაბამისად, არა მხოლოდ ნამდვილი ფერის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, არამედ Perwoll-ის ცნობილ ფერების გაახლების ეფექტსაც იძლევა.
რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ იმისთვის, რომ ტანსაცმელი დიდი ხნის განმავლობაში ახალივით კარგად გამოიყურებოდეს:
- ყოველთვის ყურადღებით გაეცანით როგორც რეცხვის ინსტრუქციას, ისე სამოსის ეტიკეტებს და მიჰყევით მითითებებს.
- ქსოვილების ზედაპირი ხახუნისგან რომ დაიცვათ, გარეცხვამდე ამოაბრუნეთ ტანსაცმელი შიდა მხრიდან.
- ფერების გადასვლა რომ თავიდან აიცილოთ, მსგავსი ფერების ქსოვილები ერთად გარეცხეთ.
- გამოიყენეთ საღებავის შემწოვი ტილოები, რომლებიც ზედმეტ საღებავს შეიწოვს.
- თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ ფაქიზი ქსოვილებისთვის განკუთვნილი ან ხელით რეცხვის პროგრამა.
- უმჯობესია, სარეცხი ჩრდილში გააშროთ. ქსოვილების ზოგიერთ ფერს თანდათან ანადგურებს მზის სინათლის ულტრაიისფერი გამოსხივება და, შესაბამისად, ქსოვილები ხუნდება კიდეც.
- მოქსოვილი სვიტერები გაშლილი არ უნდა დაკიდოთ. სანაცვლოდ, ფრთხილად დაკეცეთ, რომ ცალკე შეინახოთ.
Image credits:
Header image: © Fotalia
Image one: © Stocksy
Image two: © GettyImages
Image three: © Stocksy