მათი კომფორტული სითბო და სასიამოვნო სიმსუბუქე ცივი სეზონის გადატანაში გვეხმარება: ბუმბულის ქურთუკები ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომფორტული ძირითადი ტანსაცმელია. დროის ღია ცის ქვეშ გატარების მოყვარულებს ბუმბულის ტევადი საძილე ტომრებიც მნიშვნელოვან სამსახურს უწევს ნულგრადუსიანი ტემპერატურის პირობებში. რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს საყვარელ გასათბობ საშუალებებს საგულდაგულო გარეცხვა სჭირდება? ჩვენი დეტალური გზამკვლევი გაჩვენებთ, როგორ გარეცხოთ ბუმბულის ქურთუკები და საძილე ტომრები ჯეროვნად.
მსუბუქი და ჰაეროვანი შიგთავსის მქონე ბუმბულის ქურთუკები ყველა დროის რჩეული ვარიანტებია ზამთრის ტანსაცმლიდან. დიდი ხნის მანძილზე ისინი მოვლის თვალსაზრისით ძალიან ფაქიზად მიიჩნეოდა, თუმცა მცირედი უნიკალური დანამატით, მაღალი ხარისხის ზომიერი სარეცხი საშუალებით, როგორიცაა „Fibercare“ ფორმულის შემცველი Perwoll შალი და აბრეშუმი და შესაბამისი მეთოდით, დალიანდაგებული ქურთუკები სახლშიც უპრობლემოდ შეიძლება გაირეცხოს და გაშრეს. სარეცხი მანქანის, საშრობი საკიდისა და დოლურის საშრობის გარდა, მცირედი მოთმინებაც საჭიროა. სტრუქტურაში წვრილი ღინღლი და ბუმბული რომ არ დაზიანდეს ან ჯგუფ-ჯგუფად არ დაგროვდეს, გარეცხვის შემდეგ რეკომენდებულია ბუმბულის ქურთუკებისა და ბუმბულის საძილე ტომრების პერიოდულად აფუშფუშება. მომდევნო სექციაში გაგაცნობთ ამის გაკეთების საუკეთესო მეთოდს.
1. აქა-იქ ყავის ლაქები, ზოგან კი ჭუჭყი რჩება — რჩეულ ქურთუკებს, რომლებსაც ხშირად იცვამთ, ადრე თუ გვიან საგულდაგულოდ გასუფთავება სჭირდება. სწორედ ამ დროს კითხულობს ბევრი: „მაინც რა არის საუკეთესო მეთოდი ბუმბულის ქურთუკების გასარეცხად?“ თუ ეტიკეტზე განსხვავებული ინსტრუქცია არ არის მითითებული, საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი სარეცხი მანქანის გამოყენება. სანამ თქვენს რჩეულ კომფორტულ ტანსაცმელს ბარაბანში მოათავსებთ, დარწმუნდით, რომ ელვა-შესაკრავები და ღილები სათანადოდ შეკრულია. ბუმბულის ქურთუკს შიდა მხრიდან ამობრუნებაც დაიცავს მანქანაში რეცხვის ციკლის განმავლობაში.
2. თქვენი ქურთუკის ან საძილე ტომრის შესაბამისად მოამზადების შემდეგ, უაღრესად მნიშვნელოვანია რეცხვის შესაფერისი პროგრამის არჩევა. ვინაიდან ღინღლი და ბუმბული, ძირითადად, კერატინისგან შედგება, შალის მსგავსად, რეკომენდებულია შალისა და ფაქიზი ქსოვილებისთვის შესაფერისი პროგრამა. სარეცხი საშუალების არჩევისას, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პროდუქტები ფაქიზი ქსოვილებისთვის. ბუმბულის ქურთუკის მსგავსად, სარეცხ მანქანაში ბუმბულის საძილე ტომარაც შეიძლება გაირეცხოს.
3. ბუმბულის ქურთუკი ან ბუმბულის საძილე ტომარა ბარაბანში ოპტიმალურად რომ გაიშალოს და ხსნარში დაუბრკოლებლად მოძრაობდეს, გირჩევთ, არ დაამატოთ სხვა გასარეცხი ქსოვილები. რეცხვის პროგრამის განმავლობაში ბუმბულის შიგთავსის კიდევ უფრო შესამსუბუქებლად დაამატეთ ბარაბანში ჩოგბურთის ბურთები.
4. ბუმბულის საძილე ტომრის სარეცხ მანქანაში გარეცხვის კარგი ალტერნატივაა მისი ხელით, აბაზანაში ფაქიზად გარეცხვა. ეს უპრობლემოდ მიიღწევა 30°C-ზე გამთბარი წყლისა ზომიერი სარეცხი საშუალების შესაბამისი ოდენობის გამოყენებით, ასევე, ძლიერი გაწურვისა და შეთელვის თავიდან აცილებით.
ბუმბულის პალტოს გარეცხვის შემდგომი ეტაპია მისი გაშრობა. ამისთვის ამოიღეთ ქურთუკი ან საძილე ტომარა სარეცხი მანქანის ბარაბნიდან შეძლებისდაგვარად ფაქიზად. თუ თქვენი რჩეული ტანსაცმელი ჰაერზეა გასაშრობი, სარეცხი მანქანიდან შეძლებისდაგვარად ჰორიზონტალურად უნდა ამოიღოთ. ამგვარად თავიდან აიცილებთ ბუმბულის შიგთავსის გადაადგილებასა და ჯგუფ-ჯგუფად დაგროვებას. შემდეგ კი სანუკვარი ტანსაცმელი შეიძლება ოპტიმალურად გაიშალოს საშრობ საკიდზე. გირჩევთ, საშრობი საკიდი აბაზანაში განათავსოთ, რომ წყლის შესაძლო წვეთები იქ დაგროვდეს. შესაბამისი პროგრამის არჩევის მეშვეობით ბუმბულის ქურთუკების გაშრობა დოლურის საშრობშიც შეიძლება. განაგრძეთ შემდეგნაირად:
1. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ბუმბულის ქურთუკი, ეტიკეტის მიხედვით, შესაფერისია დოლურის საშრობში გაშრობისთვის.
2. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, საშრობში ერთ ჯერზე ერთი ახალგარეცხილი ქურთუკი მოათავსოთ. ეს საშუალებას იძლევა, რომ ის ბარაბანში გაიშალოს და თავისუფლად იმოძრაოს. თუ დაამატებთ ჩოგბურთის ბურთებს, რომლებიც არ ტოვებს ლაქებს, ან სპეციალურ საშრობ ბურთებს, ამგვარად ხელს შეუწყობთ ბუმბულის შიგთავსის გადანაწილებასა და შემსუბუქებას.
3. დააყენეთ საშრობი 30 ან 60°C ტემპერატურაზე 40-დან 60 წუთამდე პერიოდის განმავლობაში.
4. თუ ქურთუკი პირველი გაშრობის შემდეგაც ტენიანია, გაიმეორეთ პროცედურა, სანამ ქურთუკი სრულად არ გაშრება.
5. ამის შემდეგ ქურთუკი უნდა დატოვოთ საკიდზე კიდევ 24 საათის განმავლობაში, რომ სრულად გაშრეს ჰაერზე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბუმბულმა დარჩენილი ტენის შედეგად უსიამოვნო სუნი ან ობი არ მოიკიდოს.
გაინტერესებთ სხვა რჩევები და ხრიკები ქსოვილებისა და ბოჭკოების სათანადოდ მოვლისთვის? ჩვენი ბლოგის სექციაში თქვენ იპოვით ღირებულ რჩევებს საკუთარ სახლშივე სინთეზური ბოჭკოების გარეცხვისთვის, სარეცხის გონივრული გაშრობისთვის და არა მხოლოდ!